თურქეთმა ევროპარლამენტის 2023–2024 წლების თურქეთის ანგარიში მკაცრად უარყო და მას ანკარის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი „სიმართლეს შეუსაბამო მტკიცებებით“ სავსე, დამახინჯებული და მიკერძოებული დოკუმენტი უწოდა.
ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ეპ-ს პლენარულ სესიაზე მიღებული ანგარიში და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ასახავს იმ ინსტიტუტის მიკერძოებას, რომელიც „ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ზოგიერთ წრეს, რომელთათვისაც თურქეთისადმი მტრული დამოკიდებულება არსებობის მიზეზად იქცა, პროპაგანდისტულ პლატფორმას უქმნის“.

Germany's next chancellor has signalled a pragmatic, interest-based approach towards Ankara — but there are bumps in the path ahead.
„ჩვენ უარვყოფთ იმ ინსტიტუტის, რომელიც პროპაგანდისტულ პლატფორმას უქმნის ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ზოგიერთ წრეს, რომელთათვისაც თურქეთისადმი მტრული დამოკიდებულება არსებობის მიზეზად იქცა, უსაფუძვლო შეფასებებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკაზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკასა და ბატონი პრეზიდენტის ჩკთრ-ში (ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა) ვიზიტთან დაკავშირებით.“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე მოუწოდა ეპ-ს, განსაკუთრებით თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესის კონტექსტში, უფრო კონსტრუქციული და დაბალანსებული მიდგომა გამოიჩინოს.
განცხადება შემდეგი სიტყვებით სრულდება: „ჩვენი უმთავრესი მოლოდინია, რომ მომდევნო პერიოდში, ჩვენი გაწევრიანების პროცესის ჩათვლით, ევროპარლამენტი თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ორმხრივი სარგებლის საფუძველზე შენარჩუნებაში.“

President Recep Tayyip Erdogan says the Republic Complex symbolises the Turkish Cypriots' determination and reflects a state's will to exist in the face of injustice, also representing the shared destiny between Türkiye and Northern Cyprus.