ლიეტუვაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, თავიანთ ქვეყანაში ხშირი მგზავრობის გამო, ბინადრობის ნებართვებს დაკარგავენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიეტუვის პარლამენტმა თავი შეიკავა ამავე ზომის ბელარუსის მოქალაქეებზე გავრცელებისგან.
ლიეტუვის პარლამენტმა ხუთშაბათს მიღებული ახალი კანონით გადაწყვიტა გააუქმოს იმ რუსეთის მოქალაქეების ბინადრობის ნებართვები, რომლებიც ყოველ სამ თვეში ერთზე მეტჯერ ობიექტური მიზეზის გარეშე იმოგზაურებენ რუსეთში ან ბელარუსში. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა LRT-მ გაავრცელა.
თუმცა, პარლამენტმა შეარბილა თავდაპირველი წინადადება და თავი შეიკავა ამავე ზომის ბელარუსის მოქალაქეებზე გავრცელებისგან.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურები ითხოვდნენ ბელარუსის მოქალაქეებისთვის შესვლის შეზღუდვების გამკაცრებას, რადგან, მათი თქმით, ყველა ახლად ჩამოსულის უსაფრთხოების შემოწმებას ვერ ახერხებდნენ.
ლიეტუვამ 2023 წელს მიღებული კანონით შეაჩერა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შენგენისა და ეროვნული ვიზების განაცხადების მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაცხადი საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით ხდება.
ამ ზომებით ლიეტუვა მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას და აგრესორი ქვეყნების – რუსეთისა და ბელარუსის – მოქალაქეებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას.