ოსკარის მფლობელი დოკუმენტური ფილმის No Other Land-ის რეჟისორმა, ჰამდან ბალალმა, გათავისუფლების შემდეგ ისაუბრა იმ წამებასა და ძალადობაზე, რაც ისრაელელმა უკანონოდ ჩამოსახლებულებმა მის მიმართ განახორციელეს.
სამშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბრისას, ბალალმა თქვა, რომ წინა ღამით მეზობლის სახლზე თავდასხმის ამსახველი კადრების გადაღების შემდეგ, გარეთ იცდიდა, რათა საკუთარი სახლი თავდასხმის სამიზნე არ გამხდარიყო.
„უბრალოდ გარეთ ვიცდიდი, თუ რომელიმე ჩამოსახლებული ან ჯარისკაცი თავს დაესხმებოდა სახლს, მათ შეჩერებას შევეცდებოდი“, - თქვა მან.
ბალალმა თქვა, რომ ძირს დააგდეს და ჯარისკაცები ყვირილით უბრძანებდნენ ადგომას და იარაღს უმიზნებდნენ. "ეს საშინელებაა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები სახლში არიან და თქვენ უნდა დაიცვათ ისინი." - აღნიშნა მან.
რეჟისორმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ჩამოსახლებულმა, მის სოფელზე თავდასხმის დროს, თავში ფეხი "ფეხბურთის ბურთივით" დაარტყა.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ორშაბათს, ელ-ხალილის მახლობლად მდებარე სოფელ სუსიაში, ჩამოსახლებულთა ჯგუფი თავს დაესხა იფთარზე შეკრებილებს.
ეს ინციდენტი ისრაელელი ჩამოსახლებულების მიერ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი ან ბედუინი სოფლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ბოლო მაგალითია. აქტივისტები და პალესტინელები აცხადებენ, რომ პოლიცია და არმია, როგორც წესი, არ ერევიან ამ თავდასხმებში და გულგრილად აკვირდებიან.

Filmmaker Hamdan Ballal was one of three Palestinians detained by the Israeli army in the occupied West Bank, attorney says.
„მიზანში იქნა ამოღებული“
ფილმი No Other Land, რომელმაც წელს აკადემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ოსკარი მოიპოვა, ისრაელის მიერ პალესტინელების გადასახლებაზე მოგვითხრობს და ის პალესტინელმა და ისრაელელმა რეჟისორებმა ერთობლივად გადაიღეს.
ბალალმა თქვა, რომ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთ ჩამოსახლებულს იცნობდა.
„ეს პირველად არ ხდება“ - თქვა მან. „მანამდეც არაერთხელ თავს დაესხა ჩემს სახლს და ჩემს ბაღში ძროხებს აძოვებდა“.
ბალალმა აღნიშნა, რომ ებრაული არ იცის, მაგრამ გაიგონა, რომ თავდასხმის დროს ჩამოსახლებულები ახსენებდნენ მის სახელსა და სიტყვა „ოსკარს“.
„მივხვდი, რომ სამიზნეში მე ვიყავი“. - თქვა მან. „როცა „ოსკარს“ ახსენებენ, ხვდები. როცა შენს სახელს ახსენებენ, ხვდები“.
ისრაელის არმიას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ბრალდებებზე, რომ ჯარისკაცებმა ბალალი სცემეს. თავად ჩამოსახლებულმა შემ ტოვ ლუსკიმ, რომელიც ბალალმა თავდამსხმელად ამოიცნო და რომელიც მანამდე მას ემუქრებოდა, უარყო, რომ მან ან ჯარისკაცებმა ბალალი სცემეს.
ფილმის მეორე რეჟისორმა, ბასელ ადრამ, განაცხადა, რომ მისი აზრით, ჩამოსახლებულებმა ჯარი ოჯახის სახლთან ფილმის მიერ მასაფერ იატას რეგიონის აღწერის გამო შურისძიების მიზნით მიიყვანეს.
"რადგან მას კამერა თან ჰქონდა და სამიზნეში სწორედ იმ დროს ამოიღეს, როცა მომხდარს იღებდა. მთელი ღამის განმავლობაში ასე იძიეს შური". - თქვა მან.