ტაივანმა ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ტაივანის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებაში დაადანაშაულა. ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ჩინეთი ამ გზით ტაივანის მოსახლეობის გახლეჩას ისახავს მიზნად.
ტაივანი აღნიშნავს, რომ პეკინმა ბოლო წლებში გააძლიერა ტაივანის მიმართ სამხედრო წვრთნები, სავაჭრო სანქციები და გავლენის ოპერაციები, და კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის სუვერენიტეტის პრეტენზიებს.
ამ თვის დასაწყისში ჩინეთმა ტაივანის სანაპიროებთან ორდღიანი სამხედრო წვრთნები და რეალური საბრძოლო მასალის გამოყენებით წვრთნები ჩაატარა. ამ ნაბიჯებმა მრავალი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, შეშფოთება გამოიწვია.
ანგარიშის თანახმად, ამ წლის დასაწყისიდან სოციალური მედიის პლატფორმებზე — განსაკუთრებით Facebook-სა და TikTok-ზე — 500 ათასზე მეტი „სადავო შეტყობინება“ დაფიქსირდა. ეს შეტყობინებები იმის ნიშნებს ატარებს, რომ ჩინეთი ტაივანის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით „კოგნიტურ ომს“ აწარმოებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთი ამ შეტყობინებებს განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე მომენტებში ააქტიურებს, როგორიცაა ტაივანის პრეზიდენტის ლაი ჩინგ-ტეს გასულ თვეს ჩინეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ან ტაივანური ჩიპების გიგანტის TSMC-ის განცხადება აშშ-ში ინვესტირების შესახებ. ხაზგასმულია, რომ ეს მცდელობები საზოგადოებაში პოლარიზაციის შექმნას ისახავს მიზნად.
„ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების სფეროს გაფართოებისა და განვითარების კვალდაკვალ, დადგინდა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ამ ტექნოლოგიებს სადავო შეტყობინებების შექმნასა და გავრცელებაში იყენებს,“ - ნათქვამია ანგარიშში.
ჩინეთის ტაივანის საკითხთა ოფისმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

Defence Ministry says they have monitored and “employed aircraft, navy ships and coastal missile systems in response to detected activities.”
„რუხი ზონის“ ტაქტიკები გააქტიურდა
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთმა ტაივანის მიმართ „რუხი ზონის“ ტაქტიკებიც მნიშვნელოვნად გააძლიერა. აღინიშნა, რომ ამ წელს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთის სანაპირო დაცვის გემების მიერ ტაივანის წყლებში განხორციელებულ დარღვევებსა და ჩინური საჰაერო ბუშტების ტაივანის საჰაერო სივრცეში გამოჩენის შემთხვევებში.
ტაივანი იძულებული გახდა, ამ დარღვევებზე რეაგირება მოეხდინა, რამაც ქვეყნის რესურსები მნიშვნელოვნად გამოფიტა. - ნათქვამია დაკომუნტში.
პრეზიდენტმა ლაიმ მარტში გაკეთებულ განცხადებაში ჩინეთი „უცხოურ მტრულ ძალად“ მოიხსენია და თქვა: „ტაივანის მომავალი მხოლოდ ტაივანელ ხალხს შეუძლია განსაზღვროს“.
პეკინის ადმინისტრაცია კი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაამყარებს კუნძულზე კონტროლს.
Taiwan condemned the drills, stating they threatened regional peace and stability and responded with its own military exercises.