ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
2 წუთი კითხვისთვის
ტრამპი: ირანთან დასადებ შეთანხმებაში ურანის გამდიდრებას ადგილი არ ექნება
ტრამპი: ირანთან დასადებ შეთანხმებაში ურანის გამდიდრებას ადგილი არ ექნება
ტრამპი: ირანთან დასადებ შეთანხმებაში ურანის გამდიდრებას ადგილი არ ექნება
/ AP
3 ივნისი 2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ირანს პოტენციური ახალი შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრების უფლებას კატეგორიულად არ მისცემს.

ტრამპმა ორშაბათს სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გაკეთებულ პოსტში, ირონიული ტონით აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციებს „ირანისთვის გამდიდრების საქმიანობა დიდი ხნის წინ უნდა შეეწყვიტათ. ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში... ურანის გამდიდრებას კატეგორიულად არ დავუშვებთ!“

ეს განცხადება მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც აშშ-მა ირანს დაბალი დონით შეზღუდული გამდიდრების უფლების მიმცემი წინადადება შესთავაზა.

აშშ-ში ბაზირებული „აქსიოსის“ (Axios) ინფორმაციით, გეგმა მოიცავს გამდიდრების ახალი ობიექტების აკრძალვას, არსებული საბაზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და ზედამხედველობის მექანიზმების საერთაშორისო დონეზე გამკაცრებას.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია, რომ ირანმა ურანის გამდიდრების დონე დროებით 3%-მდე უნდა შეამციროს და მიწისქვეშა ობიექტები განუსაზღვრელი ვადით დახუროს, ხოლო მიწისზედა გამდიდრება შეიზღუდება მხოლოდ რეაქტორის საწვავის წარმოებისთვის შესაფერისი დონით და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფრო მკაცრი ინსპექტირების ჩატარების საშუალებას მისცემს, ხოლო სააგენტოს დამატებითი ოქმის დაუყოვნებლივ ამოქმედებით, მას ექნება უფლებამოსილება, აიღოს გარემოსდაცვითი ნიმუშები და ჩაატაროს შემოწმება როგორც დეკლარირებულ, ისე არადეკლარირებულ ობიექტებზე.

გამდიდრება კვლავ საკვანძო საკითხად რჩება

ირანმა მანამდე განაცხადა, რომ უარს იტყოდა ნებისმიერ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც მას გამდიდრების უფლებას ჩამოართმევდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ „დასამალი არაფერი აქვს“ და დასძინა: „თუ მიზანი ირანისთვის მშვიდობიანი საქმიანობის უფლების ჩამორთმევაა, შეთანხმება ნამდვილად ვერ შედგება.“

მან ასევე დაამატა: „ირანს აქვს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა... ჩვენ მზად ვართ, ეს ნებისმიერ მხარეს ან ინსტიტუტს დავუმტკიცოთ.“

ტრამპი ახალი შეთანხმების ძიებაშია

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი 23 მაისს რომში, ომანის შუამავლობით გაიმართა.

ტრამპი, რომელიც არაერთხელ აცხადებდა, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არასდროს უნდა მიეცეს, 2015 წელს ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ მის წინამორბედზე უფრო მკაცრი და ქმედითუნარიანი შეთანხმების თაობაზე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები.

აღმოაჩინეთ
კარნი ტრამპთან კრიტიკული მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩადის
ევროკავშირში სირიელთა თავშესაფრის მოთხოვნებმა ათწლეულის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
უკრაინის დრონების თავდასხმამ რუსეთში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა
ტრამპის ახალი ელჩი: თურქეთ-აშშ-ის ალიანსი დამსახურებულ დონეზე უნდა ამაღლდეს
საფრანგეთი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას უმასპინძლებს
რუმინელი მარჩელ ჩოლაკუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, TikTok-ისთვის დაწესებულ ვადას გაახანგრძლივებს
ინდოეთმა ქაშმირის კაშხლებზე „წყალსაცავების გამორეცხვა“ დაიწყო
პაკისტანმა ინდოეთთან დაძაბულობის ფონზე მე-2 სარაკეტო გამოცდით სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინა
პერუში ოქროს მაღაროდან გატაცებული 13 მუშა გარდაცვლილი იპოვეს
ტრამპმა გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ინტერვენცია არ გამორიცხა
ისრაელის კაბინეტმა ღაზაში თავდასხმების გაფართოება დაამტკიცა
Microsoft-მა 22-წლიანი ისტორიის მქონე Skype-ის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის უმაღლესი დიპლომატი ინდოეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პაკისტანს ეწვია
ჩინეთი ღიაა აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ტარიფების გაუქმებას დაჟინებით მოითხოვს
ეწვიეთ TRT Global-ს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!
Contact us