ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
3 წუთი კითხვისთვის
ინდოეთმა ქაშმირის კაშხლებზე „წყალსაცავების გამორეცხვა“ დაიწყო
ინდოეთმა ქაშმირის კაშხლებზე „წყალსაცავების გამორეცხვა“ დაიწყო
ინდოეთმა ქაშმირის კაშხლებზე „წყალსაცავების გამორეცხვა“ დაიწყო
/ Reuters
5 მაისი 2025

ინდოეთს პაკისტანისთვის არ შეუტყობინებია სალალისა და ბაგლიჰარის პროექტებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რომლებიც პირველად ტარდება მათი, შესაბამისად, 1987 და 2008/09 წლებში აშენების შემდეგ.

საკითხში გარკვეული წყაროების თანახმად, ინდოეთმა, პაკისტანთან ახალი დაძაბულობის ფონზე წყლის განაწილების ხელშეკრულების შეჩერების შემდეგ, ქაშმირის ჰიმალაის რეგიონში მდებარე ორ ჰიდროელექტრო პროექტზე წყალსაცავის (ნალექისგან გაწმენდის გზით) მოცულობის გაზრდის მიზნით მუშაობა დაიწყო.

ეს ნაბიჯი წარმოადგენს ინდოეთის მიერ გადადგმულ პირველ კონკრეტულ ქმედებას, რომელიც სცდება ინდის წყლების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - შეთანხმებას, რომელიც 1960 წლიდან უწყვეტად მოქმედებდა ბირთვული იარაღის მქონე მეტოქეებს შორის სამი ომისა და მრავალი სხვა კონფლიქტის მიუხედავად.

თუმცა, გასულ თვეს ნიუ-დელიმ შეაჩერა ხელშეკრულების მოქმედება, რომელიც პაკისტანში ფერმების 80%-ის მომარაგებას უზრუნველყოფდა, ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა და დადგინდა, რომ სამი თავდამსხმელიდან ორი პაკისტანელი იყო.

ისლამაბადი დაიმუქრა ხელშეკრულების შეჩერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივი პროცესის დაწყებით და უარყო თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობა, გაფრთხილებით, რომ „პაკისტანისთვის განკუთვნილი წყლის ნაკადის შეჩერების ან გადამისამართების ნებისმიერი მცდელობა... ომის მიზეზად იქნება მიჩნეული“.

სამმა წყარომ განაცხადა, რომ ხუთშაბათს დაიწყო ნალექის მოსაცილებლად „წყალსაცავის გამორეცხვის“ პროცესი, რომელსაც ახორციელებს ინდოეთის უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული კომპანია, სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი NHPC Ltd და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამ სამუშაოებმა შესაძლოა დაუყოვნებლივ საფრთხე არ შეუქმნას პაკისტანის მომარაგებას, რომელიც სარწყავი წყლისა და ჰიდროენერგიის დიდი ნაწილისთვის ინდოეთიდან მომდინარე მდინარეებზეა დამოკიდებული, თუმცა, თუ სხვა პროექტებზეც დაიწყება ანალოგიური სამუშაოები, ამან საბოლოოდ შეიძლება გავლენა მოახდინოს.

რეგიონში მრავალი ასეთი პროექტია

წყაროებმა დასძინეს, რომ ინდოეთს პაკისტანისთვის არ უცნობებია სალალისა და ბაგლიჰარის პროექტებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რომლებიც პირველად ტარდება მათი, შესაბამისად, 1987 და 2008/09 წლებში აშენების შემდეგ, რადგან (მათი მტკიცებით) ხელშეკრულება ხელს უშლის ასეთ სამუშაოებს.

მათ ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს, რადგან მედიასთან საუბრის უფლებამოსილება არ გააჩნდათ.

ინდურ კომპანია NHPC-სა და მეზობელ მთავრობებს კომენტარის მოთხოვნით გაგზავნილ ელექტრონულ წერილებზე პასუხი არ გაუციათ.

1947 წელს ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის გამო სამი ომიდან ორი გაიმართა, მრავალი ხანმოკლე კონფლიქტის გარდა.

წყაროების თქმით, გამორეცხვის ოპერაცია 1 მაისიდან სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა: „ასეთი ღონისძიება პირველად ტარდება და ის ხელს შეუწყობს ენერგიის უფრო ეფექტიან წარმოებას და თავიდან აგვაცილებს ტურბინების დაზიანებას“.

„ასევე, მოგვთხოვეს 1 მაისიდან დაწყებული გამორეცხვისთვის რეგულირებადი სარქველების გახსნა“, - თქვა წყარომ და დასძინა, რომ ეს მცდელობა მიზნად ისახავს კაშხლის ექსპლუატაციის ყოველგვარი შეზღუდვისგან გათავისუფლებას.

ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში, მდინარე ჩენაბის სანაპიროზე მცხოვრებმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით შენიშნეს წყლის გამოშვება როგორც სალალის, ისე ბაგლიჰარის კაშხლებიდან.

ჰიდროელექტრო პროექტების გამორეცხვა მოითხოვს წყალსაცავის თითქმის მთლიანად დაცლას ნალექის გამოსადევნად, რომელიც წარმოების შემცირების ძირითადი მიზეზია.

მაგალითად, ორმა წყარომ განაცხადა, რომ 690-მეგავატიანი სალალის პროექტის მიერ გამომუშავებული ენერგია სიმძლავრეზე ბევრად დაბალია, პაკისტანის მიერ ამგვარი გამორეცხვის (წარსულში) შეფერხების გამო, ხოლო 900 მვტ სიმძლავრის ბაგლიჰარის პროექტზეც (ნალექით) დაგუბებამ იმოქმედა წარმოებაზე.

ერთ-ერთმა წყარომ თქვა: „გამორეცხვა გავრცელებული პრაქტიკა არ არის, რადგან ის დიდი რაოდენობით წყლის დანაკარგს იწვევს“. „მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში, მდინარის ქვემო დინების ქვეყნები ინფორმირებული უნდა იყვნენ“.

ორივე პროექტის მშენებლობა მოითხოვდა ხანგრძლივ მოლაპარაკებებს პაკისტანთან, რომელიც წყლის წილის დაკარგვის გამო შეშფოთებული იყო.

1960 წლის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ინდსა და მის შენაკადებს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ანაწილებს, ინდოეთი ასევე აზიარებდა მონაცემებს, როგორიცაა ჰიდროლოგიური ნაკადები მის ტერიტორიაზე გამავალი მდინარეების სხვადასხვა წერტილში და აგზავნიდა წყალდიდობის შესახებ გაფრთხილებებს.

ინდოეთის წყლის რესურსების მინისტრმა პირობა დადო, რომ „უზრუნველყოფს, მდინარე ინდის წყლის ერთი წვეთიც კი არ მიაღწიოს პაკისტანამდე“.

ორივე მხარის სამთავრობო პირები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ინდოეთი დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს წყლის დინებას, რადგან ხელშეკრულება მას მხოლოდ პაკისტანისთვის განკუთვნილ სამ მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების აშენების უფლებას აძლევს, დიდი წყალსაცავი კაშხლების გარეშე.

ინდოეთის ცენტრალური წყლის კომისიის თავმჯდომარემ, კუშვინდერ ვოჰრამ, რომელსაც პაკისტანთან ინდის წყლებთან დაკავშირებულ დავებზე ბევრი უმუშავია, განაცხადა, რომ შეჩერება ნიშნავს, რომ ინდოეთს „ახლა შეუძლია საკუთარი პროექტების თავისუფალი ნებით განხორციელება“.

აღმოაჩინეთ
კარნი ტრამპთან კრიტიკული მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩადის
ევროკავშირში სირიელთა თავშესაფრის მოთხოვნებმა ათწლეულის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
უკრაინის დრონების თავდასხმამ რუსეთში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა
ტრამპის ახალი ელჩი: თურქეთ-აშშ-ის ალიანსი დამსახურებულ დონეზე უნდა ამაღლდეს
საფრანგეთი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას უმასპინძლებს
რუმინელი მარჩელ ჩოლაკუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, TikTok-ისთვის დაწესებულ ვადას გაახანგრძლივებს
ინდოეთმა ქაშმირის კაშხლებზე „წყალსაცავების გამორეცხვა“ დაიწყო
პაკისტანმა ინდოეთთან დაძაბულობის ფონზე მე-2 სარაკეტო გამოცდით სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინა
პერუში ოქროს მაღაროდან გატაცებული 13 მუშა გარდაცვლილი იპოვეს
ტრამპმა გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ინტერვენცია არ გამორიცხა
ისრაელის კაბინეტმა ღაზაში თავდასხმების გაფართოება დაამტკიცა
Microsoft-მა 22-წლიანი ისტორიის მქონე Skype-ის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის უმაღლესი დიპლომატი ინდოეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პაკისტანს ეწვია
ჩინეთი ღიაა აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ტარიფების გაუქმებას დაჟინებით მოითხოვს
ეწვიეთ TRT Global-ს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!
Contact us