Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი, ინტერნეტ ჩატისა და სატელეფონო მომსახურების იკონური სერვისი Skype, დაახლოებით 22-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ დაიხურება.
Skype ინჟინრების ჯგუფის მიერ შემუშავდა და Microsoft-მა 2011 წელს პოპულარული ჩატის აპლიკაცია შეიძინა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს Microsoft-მა გამოაცხადა, რომ Skype-ის ფუნქციონირების ვადა იწურებოდა.
„2025 წლის მაისიდან Skype ხელმისაწვდომი აღარ იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
Microsoft-მა მომხმარებლებს რეკომენდაცია გაუწია, რომ თავიანთ ყველა ჩატსა და კონტაქტზე წვდომის მისაღებად, Skype-ის ანგარიშებით Microsoft Teams Free-ში შევიდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ Teams-ის მეშვეობით მომხმარებლებს წვდომა ექნებათ ისეთ ძირითად ფუნქციებზე, როგორებიცაა ინდივიდუალური ზარები, ჯგუფური ზარები, შეტყობინებების გაგზავნა და ფაილების გაზიარება, რომლებსაც ისინი Skype-ში იყენებდნენ.
ცალკე განცხადებაში კი ნათქვამია: „2025 წლის 5 მაისის შემდეგ, Skype-ის ნომრის ამკრეფი და Skype-ის ვებ პორტალი ხელმისაწვდომი იქნება დარჩენილი ფასიანი მომხმარებლებისთვის Teams-ის მეშვეობით.“