პერუს ჩრდილოეთით, პატასის რეგიონში, რამდენიმე დღის წინ გატაცებული 13 ადამიანი მაღაროში გარდაცვლილი იპოვეს. ეს ინფორმაცია სამთო-მომპოვებელმა კომპანია „პოდეროსამ“ გაავრცელა.
კომპანიამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „დღეს დილით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, პოლიციის სამაშველო ჯგუფმა იპოვა იმ 13 მუშის ცხედარი, რომლებიც უკანონო მაღაროელებმა და კრიმინალურმა ელემენტებმა გაიტაცეს“.
სამთო მოპოვება პერუში, ლათინური ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ოქროს მწარმოებელ ქვეყანაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მამოძრავებელი ძალაა.
პატასი, რომელიც დედაქალაქ ლიმადან დაახლოებით 900 კილომეტრში მდებარეობს, არის რეგიონი, სადაც ოქროს მოპოვების გამო მზარდი ძალადობის ფაქტების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
კვირას ნაპოვნი გარდაცვლილები მუშაობდნენ ფირმაში, რომელიც მომსახურებას უწევდა „პოდეროსას“ - მსხვილ ოქროს მომპოვებელ კომპანიას, რომლის აქციებიც ლიმას საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და რომელიც ბოლო თვეებში უკანონო სამთო მოპოვებასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების სამიზნე იყო.
სამთო-მომპოვებელმა კომპანიამ განაცხადა: „პატასში ძალადობის უკონტროლო სპირალი გრძელდება, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და რეგიონში პოლიციის დიდი ძალების ყოფნისა. სამწუხაროდ, ამან ვერ შეუშალა ხელი რეგიონში უსაფრთხოების პირობების გაუარესებას.“
პერუს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გარდაცვალების ფაქტების გამოსაძიებლად რეგიონში ორგანიზებული დანაშაულის გამომძიებლები გაგზავნა და რომ მის წარმომადგენლებს „სრულად აქვთ იარაღის გამოყენების უფლებამოსილება, თუ ამას გარემოებები მოითხოვს“.
პატასის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტრუხილიოში, ზოგიერთი მსხვერპლის ახლობელი საყვარელი ადამიანების ცხედრების ადგილობრივ მორგში გადასვენებას ელოდება.
აბრაამ დომინგესმა, ერთ-ერთი მსხვერპლის, ალექსანდერის მამამ, ტელეარხ Canal N-თან საუბარში განაცხადა: „სამართალს ვითხოვთ, ეს საქმე ასე არ უნდა დარჩეს.“
პერუ გამოძალვისა და ძალადობის ტალღის წინაშე დგას, რამაც აიძულა ხელისუფლება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

Peru's national police regained control of the gold mine in the province of Pataz, confiscating weapons and apprehending seven suspects involved in the deadly attack.