კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა სტამბოლში გამართულ აზიის მაუწყებელთა კავშირის (ABU) საინფორმაციო ჯგუფის შეხვედრასა და გლობალურ საინფორმაციო ფორუმზე თავის გამოსვლაში მოუწოდა გაერთიანებული და სიმართლეზე დაფუძნებული გლობალური მედია ფრონტის შექმნისკენ.
ხუთშაბათს სტამბოლში გამართულ აზიის მაუწყებელთა კავშირის (ABU) საინფორმაციო ჯგუფის შეხვედრასა და გლობალურ საინფორმაციო ფორუმზე სხვადასხვა რეგიონებიდან მედია პროფესიონალებს სიტყვით მიმართა ალთუნმა და ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტიკის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის, ციფრული დეგრადაციიდან გლობალურ დეზინფორმაციამდე არსებული პრობლემების გამკლავებისა და მედია თხრობაში სამართლიანობისა და სიმართლის აღდგენის გადაუდებლობაზე.
„სიმართლეზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა უნდა დომინირებდეს“
ალთუნმა აღნიშნა, რომ დღევანდელ გლობალურ მედია ეკოსისტემაში ყველაზე დიდი გამოწვევა ჟურნალისტიკის ფაქტებზე დაფუძნებულად დარჩენის უზრუნველყოფაა. მან ხაზი გაუსვა გლობალური საზოგადოებების ინკლუზიურად წარმოდგენას და ტენდეციურობისა და გარიყვებისგან თავისუფალი თანამშრომლობის აუცილებლობას.
„ამ გამოწვევის დაძლევა მხოლოდ განზოგადებებისგან, ტენდენციურობისგან, შიშებისგან თავისუფალ თავდაჯერებულ, ჭეშმარიტების აღმოსაჩენად მშრომელ მედია პროფესიონალებს შეუძლიათ.“ - თქვა მან. ალთუნმა დაამატა, რომ ABU, რომელიც მსოფლიოში ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანთან აღწევს, ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტია, რომელსაც ამ გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლია.
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული გლობალური ნარატივების ჩამოყალიბების საკითხში დასავლურ-ცენტრული ინფორმაციის ნაკადების კრიტიკის დროს ალთუნმა განაცხადა, რომ ეს ნაკადები კონფლიქტსა და დაყოფას უწყობს ხელს და არ უწყობს ხელს ერთად ცხოვრებას. მან ასევე აღნიშნა, რომ დაიწყო მედია უსამართლობის ახალი ერა, რომელსაც ისეთი ტექნოლოგიები უწყობს ხელს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი.
ალთუნმა აღნიშნა, რომ ამ საფრთხეებიდან ერთ-ერთია დასავლური სოციალური მედია კომპანიების მიერ თავს მოხვეული „ალგორითმის დიქტატურა“. მან თქვა, რომ ეს კომპანიები, ქმნიან რა მანიპულირებულ და ცრუ შინაარსს გარკვეული აუდიტორიისთვის, კავშირის საფარქვეშ აძლიერებენ ზეწოლასა და ბატონობას.

The Stanford AI Index 2025 Report spotlights Türkiye’s advances in the fast-growing sector, highlighting the country’s emergence as a rising force in the global artificial intelligence landscape.
„ისრაელის სისასტიკე ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილი გენოციდია“
ღაზას სექტორზე საუბრისას, ალთუნმა ისრაელის სამხედრო თავდასხმა „სრული სამხედრო და ტექნოლოგიური ძალით მხარდაჭერილ გენოციდად“ შეაფასა. მან თქვა, რომ ისრაელის დანაშაულებზე ღიად უნდა ითქვას, რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს ეს.
„პალესტინაში არის საშინელი რეალობა, რომლის გამოხატვა სიტყვებს უჭირს.“ - თქვა მან. „ისრაელის მთავრობის პალესტინის ტერიტორიებზე დაჩაგრული და უდანაშაულო ხალხის მიმართ განხორციელებული ეს უსაზღვრო ხოცვა-ჟლეტა, ფასის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხმით გასაცხადებელი ჭეშმარიტებაა.“
ალთუნმა გაიხსენა, რომ ერთმა დიდმა გლობალურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ პალესტინის მხარდამჭერი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი სამსახურიდან გაათავისუფლა. მან აღნიშნა, რომ ამ ინჟინერმა გამოააშკარავა, თუ როგორ იყენებს ისრაელი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს თავდასხმებში და ეს თავდასხმები „ისტორიაში პირველ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილ გენოციდად“ შეაფასა.
ალთუნმა ასევე გაიხსენა ისრაელის თავდასხმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში დიპლომატების ჯგუფზე, რომელთა შორის თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელიც იყო, და თქვა, რომ ამ მოვლენამ ისრაელის „უკანონობა და სისტემატური ძალადობა“ კიდევ ერთხელ გამოავლინა.

Ankara slams Israel after its soldiers opened fire on diplomats in Jenin, including a Turkish consular official, calling it a serious violation of international law and urging global condemnation.
ჟურნალისტებზე თავდასხმები
ალთუნმა პატივი მიაგო ჟურნალისტებს, რომლებმაც ღაზიდან ახალი ამბების გასაშუქებლად სიცოცხლე გარისკეს ან დაიღუპნენ.
მათ შორის მოიხსენია TRT Arabi-ის კორესპონდენტი რუბაი ჰალიდი, რომელმაც პირდაპირ ეთერში გაიგო თავისი ოჯახის სახლის დაბომბვის შესახებ; TRT-ის ოპერატორი სამი შეჰადე, რომელმაც ერთი ფეხი დაკარგა, მაგრამ თქვა, რომ მუშაობას გააგრძელებდა; და სააგენტო ანადოლუს კორესპონდენტი საიდ აბუ ნებჰანი, რომელიც 10 იანვარს ისრაელის ცეცხლს ემსხვერპლა.
„2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელმა მედიის 222 წარმომადგენელი მოკლა. ეს რიცხვი გასულ საუკუნეში ყველა ომში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვს აღემატება.“ - თქვა მან.
„ამ მამაცმა ჟურნალისტებმა ცეცხლქვეშაც კი არ თქვეს უარი სიმართლის გადმოცემაზე. როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა ერდოღანმაც თქვა, მათ ღაზიდან მსოფლიოსკენ საკომუნიკაციო კორიდორი გახსნეს.“
ალთუნმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებლებს, განსაკუთრებით TRT-სა და სააგენტო ანადოლუს, „ამ კორიდორის ცოცხლად შენარჩუნების კუთხით გაწეული თავდადებული ძალისხმევისთვის“.