სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა იმ ფონზე ტარდება, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაკჩიმ გააკეთა გაფრთხილება, რომ თუ ევროპული ძალები აღადგენენ გაეროს სანქციებს, რომლებიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა, ამას "შეუქცევადი" შედეგები მოჰყვება.
E3-ად წოდებული ეს სამი ევროპული ქვეყანა ჩინეთთან, რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ამ შეთანხმების მხარეებს შორის იყვნენ.
თუმცა, ტრამპმა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ცალმხრივად დატოვა ეს შეთანხმება და ირანის საბანკო სექტორისა და ნავთობის ექსპორტის მიმართ სანქციების აღდგენით, ფაქტობრივად ჩაშალა ის.
ერთი წლის შემდეგ ირანმა საპასუხოდ შეთანხმების ფარგლებში საკუთარი ვალდებულებები გააუქმა. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა ირანის ბირთვული საქმიანობისთვის გაეროს კონტროლის ქვეშ შეზღუდვების დაწესების სანაცვლოდ სანქციებისგან გათავისუფლებას.
სამი ევროპული ძალა განიხილავს, გაააქტიუროს თუ არა 2015 წლის შეთანხმების "უკუქცევის" მექანიზმი, რომელიც ირანის შეუსაბამობის საპასუხოდ გაეროს სანქციების აღდგენას ითვალისწინებს. ეს ვარიანტი ოქტომბერში იწურება.
ირანის მაღალი რანგის დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთმა პოზიციამ "შესაძლოა, გლობალური ბირთვული იარაღის გავრცელების კრიზისი გამოიწვიოს, რომელიც განსაკუთრებით ევროპელებზე იმოქმედებს".
თუმცა, ფრანგულ ყოველკვირეულ ჟურნალ Le Point-ში გამოქვეყნებულ წერილში ასევე აღინიშნა, რომ თეირანი ევროპასთან ურთიერთობაში "ახალი ფურცლის გადაშლისთვის" მზად არის.
ევროპულ ქვეყნებთან პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა ირანსა და აშშ-ს შორის გამართული ბირთვული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდიდან ერთ კვირაში ტარდება. თეირანმა ამ მოლაპარაკებებს "რთული, მაგრამ სასარგებლო" უწოდა, ხოლო აშშ-ის ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი "წახალისებულია".
არაკჩიმ განაცხადა, რომ პარასკევის შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება.