NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის შეფასებისას აღნიშნა, რომ ის უფრო მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული გაერთიანებულ სამეფოსთან, ნორვეგიასთან და ევროკავშირთან.
სამშაბათს ჰააგაში, NATO-ს საჯარო ფორუმზე გამოსვლისას, რუტემ განაცხადა: "თურქეთს ძალიან დიდი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა აქვს. ხანდახან გვავიწყდება, რა აქვთ. მე მოვინახულე მათი რამდენიმე კომპანია და მართლაც შთამბეჭდავი იყო".
რუტემ დაამატა: "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა რაც შეიძლება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული გაერთიანებულ სამეფოსთან, ნორვეგიასთან და ევროკავშირთან."
რუტემ გააკეთა გაფრთილება, რომ თავდაცვის თანამშრომლობის ფარგლებში ალიანსში შიდა განხეთქილება არ უნდა შეიქმნას და თქვა: "NATO-ს შიგნით ამგვარ ბარიერებს ნუ დავუშვებთ. ეს არანაირ სარგებელს არ მოიტანს."
NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები 24-25 ივნისს შეიკრიბებიან ჰააგაში, რათა გამართონ კრიტიკული სამიტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება თავდაცვის ხარჯების ზრდაზე და უკრაინის წევრობის განაცხადზე.