გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) მოწოდება გააკეთა სასწრაფოდ მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება რეგიონს და განაცხადა, რომ ალყაში მოქცეული ღაზა არის "მსოფლიოს ყველაზე მშიერი ადგილი".
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) სპიკერმა, იენს ლაერკემ, გაეროს ახალი ამბების სააგენტოსთან (UN News) საუბრისას განაცხადა: "ამჟამად, დაახლოებით 180,000 პალეტი საკვები და სხვა სასიცოცხლო დახმარება მზად არის შესატანად ღაზაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მშიერი ადგილია".
„ამ მასალების საფასური უკვე გადახდილია მსოფლიოს დონორების მიერ. საბაჟო პროცედურები დასრულებულია, დადასტურებულია და მზად ვართ გასაგზავნად. ჩვენ შეგვიძლია დახმარების დაუყოვნებლივ, ფართომასშტაბიანად და იმდენი ხნით მიწოდება, რამდენიც საჭიროა“, - დასძინა მან.
ლაერკემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოორდინაციის ოფისს „ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მიაწოდოს დახმარება მშვიდობიან მოსახლეობას“.
მარტის თვიდან ისრაელი ბლოკავს საკვები პროდუქტების შესვლას ალყაში მოქცეულ რეგიონში, რითაც პალესტინელები შიმშილისთვის გაწირა.
სისტემატური დეზინფორმაციის კამპანია
იმავდროულად, ღაზის ადგილობრივმა უფლებამოსილებმა უარყო ისრაელის ბრალდებები იმის შესახებ, რომ "ჰამასს" საწყობებში ფქვილი აქვს შენახული და განაცხადა, რომ ეს არის "სისტემატური დეზინფორმაციის კამპანიის" ნაწილი, რომელსაც თელ-ავივი ომის იარაღად შიმშილის გამოყენებისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად აწარმოებს.
ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაემ, X პლატფორმაზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, ასახავს, თუ როგორ შეიჭრნენ ისრაელის მიერ შიმშილისთვის განწირული სასოწარკვეთილი პალესტინელები გაეროს საწყობში.
ამის საპასუხოდ, ღაზის მედია ოფისმა განაცხადა: "ისრაელის ოკუპაცია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რათა გადაფაროს მიზანმიმართული შიმშილის პოლიტიკა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული, მაშინ როცა სწორედ ისრაელია ის, ვინც ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციებს პალესტინელებისთვის დახმარების გაცემაში".
მედია ოფისმა აღნიშნა, რომ საწყობი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) ეკუთვნის და განაცხადა, რომ ისრაელმა ცრუ ისტორიის მოგონებაში იჩქარა.
ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ, WFP-ს ფქვილისა და საკვები დახმარება გადასცეს გაჭირვებულ ოჯახებს, სანაცვლოდ კი ბრძანებს, რომ დახმარება მხოლოდ თონეებში გაიგზავნოს. ამ პოლიტიკას ახლა უკვე "ინჟინერირებული შიმშილი" ეწოდება.
მედია-ოფისმა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ისრაელის არმია „დაგეგმილ შიმშილად“ წოდებული პოლიტიკის ფარგლებში ხელს უშლის WFP-ს დაურიგოს ფქვილი და საკვები პროდუქტები გაჭირვებულ ოჯახებს და სამაგიეროდ დახმარების მხოლოდ თონეებისთვის მიწოდებას ბრძანებს.
ცნობისთვის, ისრაელმა დღემდე, ალყაში მოქცეულ ღაზაში 54 000-ზე მეტი პალესტინელი მოკლა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.