სამშაბათს ბერლინმა განაცხადა, რომ ჩინეთის არმიამ წითელ ზღვაზე გერმანულ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიაში საზღვაო მოძრაობის დაცვაში მონაწილეობდა, ლაზერი დაუმიზნა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ის პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებაში თქვა: "გერმანელი პერსონალის საფრთხეში ჩაგდება და ოპერაციის ჩაშლა აბსოლუტურად მიუღებელია". ასევე, გამოაცხადეს, რომ ბერლინში პეკინის ელჩი დაიბარეს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ გერმანულ თვითმფრინავს წითელ ზღვაზე ევროკავშირის Aspides-ის მისიაში მონაწილეობის დროს "ყოველგვარი მიზეზისა და წინასწარი კომუნიკაციის გარეშე" დაუმიზნეს.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ ჩინურმა გემმა "გერმანელი პერსონალისა და აღჭურვილობის საფრთხის ქვეშ დაყენება გარისკა".
სპიკერმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ გერმანულმა თვითმფრინავმა დავალება შეწყვიტა და ჯიბუტიში მდებარე ბაზაზე დაბრუნდა.
ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, ლაზერი იარაღი იყო თუ ლაზერული მართვის სისტემა.