ბელგია სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ, ორშაბათს X-ის პლატფორმაზე განაცხადა: "პალესტინა ბელგიის მიერ გაეროს სესიაზე იქნება აღიარებული! და ისრაელის მთავრობის მიმართ მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული".
გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში 9-23 სექტემბერს შეიკრიბება.
საფრანგეთმა ივლისში გამოაცხადა, რომ შეხვედრის დროს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
მას შემდეგ, რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ, მსგავსი ნაბიჯების გადადგმის მოწოდება გააკეთეს.
პრევომ განაცხადა, რომ ბელგიის გადაწყვეტილება მიღებულია "ჰუმანიტარული ტრაგედიის" გათვალისწინებით, სადაც გაეროს შეფასებით, ისრაელის თავდასხმებმა ღაზაში მოსახლეობის სრული გადასახლება გამოიწვია და შიმშილობამდე მიიყვანა. ისრაელის თავდასხმები თითქმის ორი წელია გრძელდება.
პრევომ აღნიშნა: "ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელებული ძალადობის ფონზე, გენოციდის რისკის პრევენციის ჩათვლით, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ბელგიას უნდა მიეღო ძლიერი გადაწყვეტილებები ისრაელის მთავრობასა და ჰამასზე ზეწოლის გასაზრდელად."
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღიარება არ არის მიმართული ისრაელის ხალხის წინააღმდეგ.
"ეს არ არის ისრაელის ხალხის დასჯის საკითხი; ეს არის მთავრობის მხრიდან საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემის უზრუნველყოფა და ადგილზე არსებული სიტუაციის შესაცვლელად მოქმედება", - დასძინა მან.
განცხადება ნიშნავს, რომ ბელგია შეუერთდება ათზე მეტ სხვა ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, ნიუ-იორკის დეკლარაციის მხარდაჭერაში, რომელმაც გზა გაუხსნა ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურ აღიარებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.
ეს ნაბიჯი ღაზაში გენოციდის მიმართ მზარდ საერთაშორისო აღშფოთებას ასახავს.
2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელმა ღაზაში გენოციდის დროს 63 000-ზე მეტი პალესტინელი მოკლა და მილიონობით გადაასახლა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმეს განიხილავს.