ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
3 მინიმალური კითხვა
აშშ-ის არმიის ვეტერანმა სენატის სხდომა ჩაშალა და ღაზაში გენოციდი დაგმო
პენსიაზე გასულმა „მწვანე ბერეტმა“ და აშშ-ს მიერ დაფინანსებული ღაზის სექტორში დახმარების ოპერაციების ინფორმატორმა ენტონი აგილარმა, განაცხადა, რომ მან იხილა პუნქტებში ისრაელის ძალების მიერ მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ფაქტი
აშშ-ის არმიის ვეტერანმა სენატის სხდომა ჩაშალა და ღაზაში გენოციდი დაგმო
/ AP
4 სექტემბერი 2025

აშშ-ის გადამდგარმა ოფიცერი, რომელმაც ღაზაში ისრაელის სისასტიკე გამოააშკარავა, სენატორებს გენოციდში თანამონაწილეობაში დასდო ბრალი და სხდომის ჩაშლის შემდეგ სენატის სხდომიდან ძალით გაიყვანეს.

ყოფილი “მწვანე ბერეტი” ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი აგილარი და აშშ-ის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი კაპიტანი ჯოზეფინ გილბო ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ადგნენ და განაცხადეს, რომ ღაზის ომის წინააღმდეგ გამოსვლა მათი კონსტიტუციური მოვალეობაა. ისინი კონგრესის პოლიციამ დარბაზიდან გაიყვანა.

აგილარი პალესტინის უფლებების წამყვანი დამცველი გახდა მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა ინფორმაცია ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ფონდის (GHF) შესახებ, რომელიც ისრაელის არმიის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებს და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი საკამათო კონტრაქტორია.

მედიასთან საუბარში მან აღწერა ის სასტიკი მოპყრობები, რომლებსაც პირადად შეესწრო, მათ შორის მომაკვდავი ბავშვის ამირის მკვლელობას.

ამირის ისტორიის მოყოლისას აგილარმა თქვა: „ღაზაში მსახურების შემდეგ პალესტინის უფლებების დამცველი აქტივისტი გავხდი. მე ვსაუბრობ იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს რა ხდება“.

"დაგეგმილი სასიკვდილო ხაფანგები"

აგილარი UG Solutions-თან 2024 წლის მაისამდე მუშაობდა, სანამ საჯაროდ განაცხადებდა, რომ დახმარების სადისტრიბუციო პუნქტები „დაგეგმილი სასიკვდილო ხაფანგებია“. მისი მტკიცებით, ისრაელის ძალები კონტრაქტორებს ავალებდნენ უმწეო მშვიდობიანი მოსახლეობა საკვების ასაღებად მიეზიდათ, შემდეგ კი, როდესაც ხალხი იშლებოდა, ცოცხალი ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ნაღმტყორცნები ესროლათ.

28 მაისს მომხდარის აღწერისას, აგილარმა თქვა, რომ შიშველფეხა, დაუძლურებულმა ბიჭმა, სახელად ამირმა, რომელსაც ბრინჯის, ოსპისა და ფქვილის პატარა ტომარა ეჭირა, ინგლისურად მადლობა გადაუხადა და ოჯახისკენ წავიდა. წუთების შემდეგ ისრაელის ძალებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

აგილარმა თქვა: „ამირმა ხელები სახეზე მომისვა, მაკოცა და მითხრა: „მადლობა“. შემდეგ კი სხვებთან ერთად ცეცხლის ქვეშ მოხვდა. ამირი იმ დღეს მოკლეს“.

აშშ-ელ კომენტატორ ტაკერ კარლსონთან საუბრისას აგილარმა თქვა: „ეს პატარა ბიჭი მებრძოლი არ იყო. ფეხები შიშველი ჰქონდა, შიმშილით იტანჯებოდა. შემდეგ კი დახვრიტეს და მოკლეს“.

აგილარის თქმით, ისრაელის კავშირის ოფიცრები უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ოპერაციებს და სნაიპერებსაც კი უბრძანებდნენ, ესროლათ ბავშვებისთვის, რომლებიც ჭყლეტის თავიდან ასაცილებლად ბარიერებზე ცოცავდნენ. "ეს ძალიან ნათლად მითხრეს: "ჩვენი კლიენტი ისრაელის არმიაა".

პროტესტი სენატში

აგილარის ქმედება სენატში მოჰყვა თვეების განმავლობაში მიცემულ ინტერვიუებსა და პოდკასტებს, სადაც ღაზაში დახმარების სისტემას „შიმშილის თამაშებს“ ადარებდა.

მისი თქმით, შიმშილით მომაკვდავ პალესტინელებს ხშირად 12 კილომეტრამდე უწევდათ გავლა დახმარების პუნქტებამდე, ხშირად შიშველი ფეხებით, სადაც მათ "ქაოტური სროლა" და ქიმიური იარაღით ხვდებოდნენ.

„მათ ინგლისური არ იციან. მათ არ იციან სად მიდიან. ჩვენ კი თარჯიმნებისა და დინამიკების ნაცვლად იარაღს ვიყენებდით“, - თქვა მან. სამშაბათს სენატის სხდომაზე ადგა და განაცხადა, რომ ამერიკელი უფლებამოსილები თანამონაწილეები არიან.

სანამ დარბაზიდან გაიყვანდნენ, აგილარმა სენატორებს მიმართა: „ფიცი დავდე, რომ დავიცავ კონსტიტუციას უცხო და ადგილობრივი მტრებისგან“, - თქვა მან და დასძინა: „ამჟამად ეს ორგანო აფინანსებს გენოციდს“.

აგილარის ინფორმაციამ პროგრესული კანონმდებლების მხარდაჭერა მოიპოვა.

სენატორმა ბერნი სანდერსმა შეაქო იგი და უწოდა „მედალოსანი ვეტერანი, რომელიც ამხელს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით ჩადენილ სისასტიკეებს“. სანდერსმა გააზიარა აგილარის ჩვენების ვიდეო და მას უწოდა „ომის დანაშაულების მტკიცებულება“, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ ხორციელდება.

აგილარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ამოძრავებს. „არ ვარ საარჩევნო კანდიდატი. წიგნებს არ ვყიდი. სოციალური მედიაც კი არ მაქვს“, - თქვა მან. „მე 25-წლიანი არმიის ვეტერანი ვარ. ამ ქვეყნისთვის სისხლი დავღვარე. მე იქ ვიყავი. ამირის ხელი მეჭირა. საკუთარი თვალით ვნახე“.

აღმოაჩინეთ
კარნი ტრამპთან კრიტიკული მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩადის
ევროკავშირში სირიელთა თავშესაფრის მოთხოვნებმა ათწლეულის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
უკრაინის დრონების თავდასხმამ რუსეთში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა
ტრამპის ახალი ელჩი: თურქეთ-აშშ-ის ალიანსი დამსახურებულ დონეზე უნდა ამაღლდეს
საფრანგეთი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას უმასპინძლებს
რუმინელი მარჩელ ჩოლაკუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, TikTok-ისთვის დაწესებულ ვადას გაახანგრძლივებს
ინდოეთმა ქაშმირის კაშხლებზე „წყალსაცავების გამორეცხვა“ დაიწყო
პაკისტანმა ინდოეთთან დაძაბულობის ფონზე მე-2 სარაკეტო გამოცდით სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინა
პერუში ოქროს მაღაროდან გატაცებული 13 მუშა გარდაცვლილი იპოვეს
ტრამპმა გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ინტერვენცია არ გამორიცხა
ისრაელის კაბინეტმა ღაზაში თავდასხმების გაფართოება დაამტკიცა
Microsoft-მა 22-წლიანი ისტორიის მქონე Skype-ის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის უმაღლესი დიპლომატი ინდოეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პაკისტანს ეწვია
ჩინეთი ღიაა აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ტარიფების გაუქმებას დაჟინებით მოითხოვს
ეწვიეთ TRT Global-ს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!
Contact us