ინდოეთის პოლიციამ დააკავა 6 ადამიანი, რომლებიც პოლიციელებად ასაღებდნენ თავს და ქირაობდნენ ოფისს სახელწოდებით „კრიმინალური გამოძიების განყოფილება“, რომლის საშუალებითაც „შემოწირულობებს“ ითვისებდნენ.
პოლიციამ განაცხადა, რომ ეს ოფისი, რომელიც გაფორმებული იყო "პოლიციის მსგავსი ფერებითა და ლოგოებით" და მოქმედებდა სახელწოდებით "კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი)", მდებარეობდა ნიუ დელის სატელიტურ ქალაქ ნოიდაში.
დაკავებულებს ასევე იმის გამოც გაასამართლებენ, რომ მათი განცხადებით, "დაკავშირებულნი იყვნენ ინტერპოლთან და სხვა საერთაშორისო კრიმინალურ განყოფილებებთან".
პოლიციამ განაცხადა: "დამნაშავეები თავს საჯარო მოხელეებად ასაღებდნენ".
პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით ამოიღო მრავალი მობილური ტელეფონი, ჩეკების წიგნაკი, ბეჭედი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ეს დაპატიმრებები მოხდა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ნიუ დელის მახლობლად ნაქირავებ სახლში ერთი მამაკაცი დააკავეს იმის გამო, რომ თაღლითურად მართავდა ყალბ საელჩოს და სამუშაოს მაძიებელთა ფულს თაღლითურად სძალავდა საზღვარგარეთ სამუშაოს დაპირებით.
დამნაშავეს ბრალი ედება უკანონო "დასავლეთ არქტიკის საელჩოს" მართვა და გამოგონილი ერების, როგორებიცაა "დასავლეთ არქტიკა, საბორგა, პულვია, ლოდონია" ელჩად თავის წარდგენა.